ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მოსულის კიდევ ერთი რაიონი დაიკავეს

ერაყის სამთავრობო ძალებმა ქალაქ მოსულის დასავლეთ ნაწილის კიდევ ერთი რაიონი დაიკავეს.  ამის შესახებ ერაყის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„ანტიტერორისტულმა შენაერთებმა ტანაკის რაიონი დაიკავეს და მის თავზე ერაყის დროშა აღმართეს“ , – წერია ერაყის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ერაყის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი მოსულის დასავლეთ ნაწილის ორ მესამედს აკონტროლებენ.
მოსულის აღმოსავლეთ ნაწილი ერაყის არმიამ გასული წლის ბოლოს აიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები