ირაკლი კობახიძე – თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა ვინაობა ცნობილი ალბათ ივლისს-აგვისტოში გახდება
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვარაუდით, „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, საკუთარ კანდიდატებს ივლისს-აგვისტოში წარადგენს.
როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, კანდიდატებთან დაკავშირებით მსჯელობა უახლოეს მომავალში დაიწყება.
„ალბათ, კანდიდატების სია ცნობილი ივლისს-აგვისტოში გახდება. ჩვენ შესარჩევი გვყავს როგორც მერობის და გამგებლობის კანდიდატები, ასევე საკრებულოებში შესარჩევია 1000-ზე მეტი კანდიდატი და პრინციპში, ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ეს მსჯელობა ალბათ ინტენსიურ რეჟიმში უახლოეს მომავალში გაგრძელდება და საზოგადოებას კანდიდატებს სადღაც აგვისტოში წარვუდგენთ“, – განაცხადა კობახიძემ.