ზურაბ ალავიძე ოფიციალური ვიზიტით კანადაში იმყოფება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით კანადაში იმყოფება.
როგორც ”კვირას“ რეგიონული განვითარების სამინისტროდან აცნობეს, ზურაბ ალავიძე ტორონტოში კანადის ინფრასტრუქტურის მინისტრს, ბობ ჩიარელის შეხვდა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეები კონკრეტული პროექტების ფარგლებში თანამშრომლობასა და სამუშაო ჯგუფების შექმნაზე შეთანხმდნენ.
ბობ ჩიარელიმ ზურაბ ალავიძეს მუნიციპალიტეტების მოწყობის შესახებ გამოცდილება გაუზიარა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, რეგიონების ეფექტური მართვის მიზნით ჩატარებული რეფორმების შესახებ კანადელი კოლეგისგან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღო და ეს გამოცდილება საქართველოსაც გამოადგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები