საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ვენეციის კომისიის მდივანს ხვდება

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ვენეციის კომისიის მდივანს, თომას მარკერტს ხვდება. თომას მარკერტს დელეგაციის ხელმძღვანელი – თამარ ჩუგოშვილი საქართველოს კონსტიტუციის რეფორმის პროექტის ბოლო ვერსიის შესახებ ინფორმაციას აცნობს.
„ვენეციის კომისიის მდივანს მივაწვდით ინფორმაციას კონსტიტუციის პროექტის ბოლო ვერსიის შესახებ, ბოლო შეთანხმებების შესახებ, რაც კომისიის ფარგლებში შედგა და ასევე, სამომავლო პროცესის შესახებ – როგორ ვგეგმავთ საერთო სახალხო განხილვებს. ვენეციის კომისიას საბოლოო პროექტი რამდენიმე დღეში გაეგზავნება”, – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში იღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები