იდლიბის პროვინციაში მორიგ ავიაიერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა (ფოტოკოლაჟი)

ბაშარ ასადის და რუსეთის ავიაციამ სირიის იდლიბის პროვინციაში მორიგი ავიაიერიში განახორციელეს. „როიტერის“ ცნობით, დაბომბვას 12 ადამიანი ემსხვერპლა.
ბრიტანეთში არსებული სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო დროს, ასადის ავიაციის და რუსეთის საჰაერო ძალების მიერ იდლიბის პროვინციაში განხორციელებული ავიაიერიშები უფრო ინტენსიური გახდა.
იდლიბის პროვინციას ამჟამად სირიის ოპოზიციური ძალები აკონტროლებენ. სწორედ აქ განხორციელდა აპრილის დასაწყისში ავიაიერიში ქიმიური იარაღის გამოყენებით, რასაც 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ამის შემდეგ აშშ-მა სირიის ავიაბაზა ფრთოსანი რაკეტებით დაბომბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები