ირაკლი კობახიძე: სამოქალაქო პარტნიორობის საკითხი შესაძლოა, არა კონსტიტუციის, არამედ კანონმდებლობის დონეზე მოწესრიგდეს

“სამოქალაქო პარტნიორობის საკითხი შესაძლოა, არა კონსტიტუციის, არამედ კანონმდებლობის დონეზე მოწესრიგდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს.
„სამოქალაქო პარტნიორობა შეიძლება, მოწესრიგდეს კანონმდებლობის დონეზე. ამასთან დაკავშირებით პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. ეს არ არის კონსტიტუციის დონეზე მოსაწესრიგებელი საკითხი“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება ქორწინების დეფინიციის განსაზღვრას კონსტიტუციაში, კობახიძის თქმით, ამის მიზანი საზოგადოებაში ჰომოფობიური განწყობების გაღვივების პრევენციაა.
„არსებული ვითარება ქმნიდა ასეთ რისკს. ამიტომ, თავის დროზე, პრემიერის განცხადების და ამ ცვლილების მთავარი ამოცანა არის ის, რომ არავის მივცეთ ჰომოფობიური განწყობების გაღვივების საშუალება“, – დასძინა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები