აშშ-მა სირიის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესა. ის სირიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 271 თანამშრომელს შეეხება. სანქციები იდლიბის პროვინციაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ქიმიური შეტევის გამო დაწესდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამერიკული სანქციების გაფართოების შესახებ ფინანსთა მინისტრმა, სტივენ მნუჩინმა განაცხადა, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოურ აქტივებზე ზედამხედველობის სამსახურმა ცენტრის 271 თანამშრომელი „შავ სიაში“ შეიყვანა.
მნუჩინის ინფორმაციით, ეს ძირითადად, ქიმიკოსები არიან. აშშ-ის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ეს პირები 2012 წლიდან ბაშარ ასადი რეჟიმისთვის ქიმიური იარაღის შექმნაზე მუშაობდნენ.  აქტივების გაყინვის გარდა, ამ პირებთან შეერთებული შტატების მოქალაქეებს ნებისმიერი სახის კონტაქტები აეკრძალებათ.
ამერიკის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მომწამლავი გაზი ზარინი სწორედ ამ ლაბორატორიაში დაამზადეს, ეს გაზი სამთავრობო ძალებმა იდლიბის პროვინციაში ავიაიერიშის დროს გამოიყენეს. ამ პროვინციას სირიის ოპოზიციური ძალები აკონტროლებენ. ავიადარტყმის შედეგად მაშინ 100–მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალები და ბავშვები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები