გიორგი ალიბეგაშვილი ქართველი შინდლერების სახელობის პარკის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი „ისრაელის სახლში“ ქართველი შინდლერების სახელობის პარკის პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. ღონისძიება, რომელიც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს მიეძღვნა, წელს 24-25 აპრილს აღინიშნება.
ქართველი შინდლერების სახელობის პარკი თბილისში „ისრაელის სახლის“ ინიციატივით, თბილისის საკრებულოს, დედაქალაქის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სავარაუდოდ, გმირთა მოედნის მიმდებარედ მოეწყობა.
საკრებულოს ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, დაიდგმება იერუსალიმის ორი ქვა, რომელთაგან ერთზე ისრაელის იად ვა-შემის მემორიალური მუზეუმის მიერ ოფიციალურად აღიარებული სერგი მეტრეველის, ხოლო მეორეზე სხვა ქართველი შინდლერების – გრიგოლ ფერაძის, მიხეილ კედიასა და საბა კლდიაშვილის გვარ-სახელები ამოიტვიფრება.
ქართველი შინდლერების პარკი ებრაული კულტურული მემკვიდრეობის მარშრუტში შევა, რომელსაც წელს ზაფხულიდან, ევროსაბჭოს ეგიდით, „ისრაელის სახლი“ განახორციელებს.
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საერთაშორისო ორგანიზაციის „ევროპული ალიანსი ისრაელისთვის“ ხელმძღვანელობა, დედაქალაქის მერიისა და ორგანიზაცია „ჯოინთის “ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები