ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე: „ყაზტრანსგაზსა” და საქართველოს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

„ყაზტრანსგაზსა” და საქართველოს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს”,-ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.
​ხმალაძის თქმით, “ყაზტრანსგაზისგან” საქართველოს მთავრობას საპრეტენზიო შეტყობინება აქვს. “ყაზტრანსგაზთან” მიმართებაშიც, თითოეულ მათ მიერ დაყენებულ საკითხზე არგუმენტირებული პასუხები გვაქვს და ვთვლით, რომ დავის შემთხვევაშიც არ იქნება ნეგატიური შედეგები, როგორსაც ყაზახური მხარე ელოდება. არ მინდა დეტალების გამჟღავნება, რადგან საკმაოდ მოცულობითი საპრეტენზიო კორესპონდენციაა მათგან შემოსული, შესაბამისად, ცოტა გამიჭირდება ციფრებზე საუბარი. პირველად, საარბიტრაჟო წარმოება დაიწყო, როდესაც მათი კორესპონდენცია მივიღეთ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ზოგადად, ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა პოზიცია, რომ ყაზახური მხარე დაბრუნებლიყო, თუმცა ამ საკითხზე ვერ მოხდა შეჯერება. ვმუშაობთ ამ თემებზე და უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ კომენტარს”, – განაცხადა ხმალაძემ.
“ყაზტრანსგაზმა” საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლა. ამ სათაურით ყაზახური ვებგვერდი abctv.kz სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, “ყაზტრანსგაზმა” ვერ შეძლო შვილობილი კომპანიის საქართველოში გაყიდვა და ახლა მასზე კონტროლის დაბრუნებას ცდილობს. “ყაზტრანსგაზმა” საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ იმ მიზნით შეიტანა, რომ შვილობილ “ყაზტრანსგაზ-თბილისზე” კონტროლი დაიბრუნოს.
მანამდე დაანონსებული გარიგება 100 %-იანი წილის გაყიდვაზე ჩავარდა. ამის შესახებ გამოცემას “ყაზმუნაიგაზის” მმართველობის ხელმძღვანელმა, საუატ მინბაევმა განუცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები