ელტონ ჯონმა ავადმყოფობის გამო კონცერტები გააუქმა

ბრიტანელმა მუსიკოსმა, ელტონ ჯონმა აშშ-ში კონცერტები ავადმყოფობის გამო გააუქმა. როდესაც ცნობილი მუსიკოსი დიდ ბრიტანეთში ჩილედან დაბრუნდა, მას ექიმებმა ატიპიური ბაქტერიული ინფექცია დაუდგინეს. ამის გამო, ელტონ ჯონმა  ორი დღე-ღამე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ელტონ ჯონს 6 მაისამდე რამდენიმე კონცერტი უნდა ჩაეტარებინა, მათ შორის ლას-ვეგასსა და კალიფორნიაში.
როგორც მომღერლის ოფიციალური წარმომადგენელი – მიურეი ჩალმერსი აცხადებს, ელტონ ჯონი კონცერტებს 3 ივნისიდან განაახლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები