ლაგოდეხის რაიონში სასწავლო პროცესი ქვეწარმავლების გამო ორი დღეა შეწყვეტილია

ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთის სკოლაში სასწავლო პროცესი ორი დღეა შეწყვეტილია. მიზეზი შენობაში ქვეწარმავლების არსებობაა. ​როგორც სკოლის დირექტორი თამარ მაისურაძე აცხადებს, სიტუაცია საგანგაშოა.
“იყო შემთხვევა, რომ მარტის თვის ბოლოს, პირველი კლასის საკლასო ოთახში გამოჩნდა ქვეწარმავლები. თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სამსახური ჩამოვიდა და შეწამლეს ტერიტორია. სარდაფის დამუშავების პროცესში კედლებში იყვნენ ქვეწარმავლები და ისინი წაიყვანეს. შემდეგ სკოლის კედლებზე არსებული ნაპრალები ამოვავსეთ, თუმცა კვლავ შეიქმნა პრობლემა. სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია”,- განაცხადა თამარ მაისურაძემ.
როგორც „კვირას“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, მოსწავლეებს გაცდენილი დღეები შაბათის ხარჯზე აუნაზღაურდებათ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სკოლის შენობაში ქვეწარმავლები წლებია ბინადრობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები