სამხრეთ კორეაში ამერიკული წყალქვეშა ნავი ჩავიდა

ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავი „მიჩიგანი“ სამხრეთ კორეაში ჩავიდა. ის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტებით არის შეიარაღებული. წყალქვეშა ნავი ამერიკულ ესკადრას უნდა შეუერთდეს, რომელსაც ავიამზიდი „კარლ უილსონი“ უდგას სათავეში.
ჩრდილოეთ კორეა დღეს შეიარაღებული ძალების დაარსების 85 წელს აღნიშნავს. ძალზე ხშირად ამ დღეს ფხენიანი რაკეტების წვრთნებს ატარებდა, მაგრამ ამჯერად საარტილერიო წვრთნების ჩატარებით შემოიფარგლა.
ბოლო დღეებში ვაშინგტონმა ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების ცდებთან დაკავშირებით რამდენიმე მწვავე განცხადება გააკეთა, ვინაიდან აშშ ამას მთელი რეგიონისთვის სერიოზულ საფრთხედ აფასებს.
ფხენიანი, თავის მხრივ, აშშ-ის მიერ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, ბირთვული დარტყმით იმუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები