უკრაინამ ლუგანსკის ოლქს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა

კიევმა ლუგანსკის ოლქის იმ ნაწილს, რომელსაც უკრაინის ოფიციალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. ამის შესახებ კომპანია „უკრენერგოს“ ხელმძღვანელმა, ვსევოლოდ კოვალჩუკმა განაცხადა.
„ყველაფერი არის მარტივად. ორი თვეა ეს ტერიტორია დენის საფასურს არ იხდის. ახლა კი „ბოევიკებმა“ მსხვილი უკრაინული საწარმოები დაიკავეს და ბოლო გადამხდელებიც გაქრნენ“, – განუცხადეს გამოცემა „გაზეტა.რუს“  უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროში.
თავის მხრივ, ე.წ. ლუგანსკის რესპუბლიკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი უკრაინის მხრიდან ელექტროენერგიის გასათიშად მზად არიან და ელექტრომომარაგების ალტერნატიული წყაროები აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები