ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის საკითხის განსახილველად სენატის წევრები თეთრ სახლში მიიწვია

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თეთრ სახლში სენატის წევრები მიიწვია, რათა ჩრდილოეთ კორეის საკითხის განხილვა მოხდეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
მანამდე კი დონალდ ტრამპმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს მიმართა და მათ ჩრდილოეთ კორეის საკითხის „ერთხელ და სამუდამოდ“ მოგვარებისკენ მოუწოდა.
შეხვედრა თეთრ სახლში ოთხშაბათს ჩატარდება. მასში სენატის 100-ვე წევრი, ასევე სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი და თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მეტისი მიიღებენ მონაწილეობას.
ბოლო დღეებში ვაშინგტონმა ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების ცდებთან დაკავშირებით რამდენიმე მწვავე განცხადება გააკეთა, ვინაიდან აშშ ამას მთელი რეგიონისთვის სერიოზულ საფრთხედ აფასებს.
ფხენიანი, თავის მხრივ, აგრესიულ განცხადებებს აკეთებს. აშშ-ის მიერ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეა ბირთვული დარტყმით იმუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები