აშშ-ის არკანზასის შტატში სიკვდილით კიდევ ერთი პატიმარი დასაჯეს

აშშ-ის არკანზასის შტატში 42 წლის ჯეკ ჯონსი სიკვდილით დასაჯეს. მას სასიკვდილო ინექცია გაუკეთეს. ამასთანავე, მოსამართლეებმა კიდევ ერთი სიკვდილმისჯილის,  მარსელ უილიამსის სიკვდილით დასჯა გადადეს. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ ადვოკატების მიმართვის შემდეგ გამოიტანა.
მანამდე, შტატის ხელისუფლებას სიკვდილით დასჯის გადატანის თხოვნით თავად პატიმრებმა მიმართეს. ისინი აცხადებდნენ, რომ სიკვდილით დასჯა მათთვის იქნება წამება, ვინაიდან ინექციის ერთ-ერთმა კომპონენტმა შეიძლება დაგვიანებით იმოქმედოს.
21 აპრილს არკანზასში, პირველად, 12 წლის განმავლობაში, პატიმარი სიკვდილით დასაჯეს.  სიკვდილით დასჯილი ჯეკ ჯონსი,  1995 წელს 35 წლის ქალის გაუპატიურებასა და მკვლელობაში და მისი 11 წლის ქალიშვილის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნეს. უილიამსი, ვისი სიკვდილით დასჯაც გადაიდო, 27 წლის ქალის გატაცებაში, გაუპატიურებასა და მკვლელობაში და კიდევ ორი ქალის გაუპატიურებაშია დამნაშავედ ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები