თურქეთში ქართული “დედა ენის” დღეს ეთნიკური აფხაზებიც დაესწრნენ

თურქეთის ქ. ინეგოლის მუნიციპალურ თეატრში გაიმართა „დედა ენის” დღისადმი მიძღვნილი მე-4 კონფერენცია, რომელიც ასევე მიეძღვნა საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს.
კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თურქეთში საქართველოს ელჩმა. მან, საელჩოს სახელით, მადლობა გადაუხადა „დედა ენის დღის” ორგანიზატორებს, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა მათ და სკოლის მოსწავლეებს. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თურქმა და ქართველმა ენათმეცნიერებმა.
ეთნიკური ქართული მოსახლეობის გარდა, ქართული დედაენის ზეიმს ქ. ინეგოლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად, პირველად დაესწრნენ ეთნიკური აფხაზები, ჩერქეზები, თურქები.
ღონისძიება გაიმართა საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ბურსის რეგიონის ქ. ინეგოლის „კავკასიის ფოლკლორისა და კულტურის საზოგადოების” კონფერენციის ფარგლებში. კავკასიის ამავე საზოგადოებასთან არსებული ცეკვის ანსამბლის მიერ შესრულდა ქართული ცეკვები და გაიმართა დედაენისადმი მიძღვნილი წარმოდგენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები