მარტვილის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის კვირეული ჩატარდება

24-30 აპრილს, მარტვილის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის კვირეული ჩატარდება, დევიზით: ,,ვაქცინები მოქმედებს”. კვირეულის მიზანია მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება და იმ ფაქტის ხაზგასმა, რომ ვაქცინაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სიცოცხლის ყველა ეტაპზე. ცენტრი გეგმავს ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებების ჩატარებას. ვაქცინები ნებისმიერ ასაკში უზრუნველყოფს დაცვას.
„ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარება გიცავთ თქვენ და თქვენს გარშემომყოფებს სერიოზული და პოტენციურად ფატალური დაავადებებისაგან“, – განმარტავენ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები