პირველი ლედი მისი ძმის მიმართ გამოტანილ განაჩენს არ ეთანხმება – „ის იარაღი ფაქტობრივად სამუზეუმო ექსპონატია“

”ის იარაღი, რაზეც არის საუბარი, ფაქტობრივად, სამუზეუმო ექსპონატია“, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ მისი ძმისთვის გამოტანილი განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.
პირველი ლედი მისი ძმის მიმართ გამოტანილ განაჩენს არ ეთანხმება.
”ის იარაღი, რაზეც არის საუბარი, ფაქტობრივად, სამუზეუმო ექსპონატია. მამამისი გარდაიცვალა შემთხვევამდე სამი დღით ადრე, იქიდან წამოიღო ეს იარაღი და ვერ მოასწრო გადაფორმება. ეს მისი ბრალი არის”, – განაცხადა ჩიჩუამ.
საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ძმას, მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ დღეს გამოაცხადა.
მიხეილ მგალობლიშვილი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის მიმდინარე წლის იანვარში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები