ტრამპი ბრძანებულების ხელმოწერას გეგმავს, რომელიც აშშ-ის სანაპიროსთან ნავთობის და გაზის მოპოვების უფლებას იძლევა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრძანებულების ხელმოწერას გეგმავს, რომელიც აშშ-ის სანაპიროსთან ნავთობის და გაზის მოპოვების უფლებას იძლევა. ამის შესახებ გამოცემა “Politico” იუწყება.
ტრამპი გეგმავს დაავალოს შესაბამის უწყებებს, მათ შორის შს სამინისტროს, შეისწავლოს ზონები, სადაც ბურღვითი სამუშაოების ჩატარება იქნება შესაძლებელი, ასევე, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ პრეზიდენტობის ბოლო თვეებში აშშ-ის სანაპიროს უდიდეს ნაწილზე ბურღვითი სამუშაოების ჩატარება აკრძალა.
გარდა ამისა, ტრამპი გამოსცემს ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც ნაციონალური ძეგლების სიის გადახედვა უნდა მოხდეს. ბარაკ ობამამ ამ სიაში ოცზე მეტი ადგილი შეიყვანა, რის შემდეგაც იქ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება აიკრძალა. ამის გამო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი „რესპუბლიკურმა პარტიამ“ მწვავედ გააკრიტიკა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები