“აქსისპალასი 1” – ის კომპლექსში სავაჭრო ცენტრი „აქსისპალასი“ გაიხსნა

მრავალფუქნქციური კომპლექსის აქსისპალასი 1-ის, სავაჭრო ცენტრ „აქსისპალასში“ (ცინცაძის #12 ) კარფურის ახალი ფილიალი გაიხსნა.
სავაჭრო ცენტრი, რომელიც აშენებულია უახლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით, უზრუნველყოფილია პარკინგითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით, 7 000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის მაღაზიებსა და ბრენდების მრავლფეროვან არჩვენას შესთავაზებს. ამ ეტაპისთვის ცენტრში მალე გაიხსნება შემდეგი მაღაზიები: PSP, Collizeone, OVS Kids, Penti, Baltic Optics, Café Check In, Pa Sport, Pepela, Kura Kura, Game Zone, Magic Candy, Bakos Coffee & Tea, Beard.ge, Warp, Tobacco Market, Uno Shoes, Santa Esperanza, Musera, Baccarat, M&B, Bamboo, Dom Kofe, Fiorela. ასევე, მიმდინარეობს სხვადასხვა ბრენდებთან მოლაპარაკებები.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 6 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენს. სხვადასხვა პერიოდში პროექტის დაწყებიდან დასრულებამდე 500-მდე ადამიანი იყო დასაქმებული.
“აქსისპალასი 1” მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც თბილისში, ცინცაძის ქ. #12-ში მდებარეობს. პროექტის დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. საცხოვრებელი კომპლექსი 10 საცხოვრებელ ბლოკს, საოფისე და კომერციულ ფართებს, კაფე-რესტორანს, სავაჭრო და გასართობ ცენტრს, მრავალფუნქციურ შიდა ეზოს, რეკრეაციულ და გამაჯანსაღებელ სივრცეს მოიცავს. სავაჭრო ცენტრის გახსნით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა „აქსისპალასის“ კონცეფციის სრულყოფისათვის.
როგორც აქსისში აცხადებენ, პოსტკრიზისული მშენებლობებიდან დარჩენილი ბლოკების მშენებლობა განახლებულია და აქტიურად მიმდინარეობს.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები