ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიისგან მიყენებული ზარალი მილიონნახევარ ლარს აჭარბებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. სპეციალურმა კომისიამ ზარალის სავარაუდო ოდენობა დაადგინა. გუშინდელი გრიგალის შედეგად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 25-მდე სოფელში ადგილობრივი მაცხოვრებლები დაზარალდნენ. საერთო ჯამში, გადახდილია 220 კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავი, 15 მრავალბინიანი კორპუსი, 4 საბავშვო ბაღი და 1 ბიბლიოთეკა. ძლიერმა ქარმა მოთხარა მრავალწლოვანი ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.ზარალი მილიონნახევარ ლარს აჭარბებს. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები, სამაშველო სამსახურთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები