თამარ ჩუგოშვილი, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ვენეციის კომისიის მდივანს თომას მარკერტს შეხვდება

თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, 25 აპრილს ვენეციის კომისიის მდივანს, თომას მარკერტს შეხვდება და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დასრულების შესახებ შემაჯამებელ ინფორმაციას მიაწვდის.
„მე, როგორც კომისიის მდივანს, ბუნებრივია, სურვილი მაქვს, შეხვდე და შემაჯამებელი ინფორმაცია მივაწოდო ვენეციის კომისიას როგორცსაკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ბოლო ეტაპის, ისე იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ ორი დღის წინ დაამტკიცა“, – განაცხადა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანმა, თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის ინიცირებასთან ერთად, როგორც კი პროექტის ინგლისური ვერსია მზად იქნება, პარლამენტი ოფიციალურად გაუგზავნის კანონპროექტს ვენეციის კომისიას ექსპერტიზისთვის.
„ჩვენ რომ არ მივიღოთ არც ჩვენი და არც სხვისი სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილება და ქვეყნისთვის საუკეთესო კონსტიტუცია გვქონდეს, სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ამოსავალი არის ვენეციის კომისიის ობიექტური ექსპერტების მოსაზრება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, სტრასბურგს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, 24-28 აპრილს სტუმრობს

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები