თამარ ჩუგოშვილი ოპოზიციას აკრიტიკებს – ისე დაიწერა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომ მათი მხრიდან ინტერესიც არ გამოთქმულა

“ისე დაიწერა მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომ მათი მხრიდან სურვილი და ინტერესიც არ გამოთქმულა, რომ აქტიურად ჩართულიყვნენ ამ პროცესში”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ოპოზიციური პარტიების მისამართით განაცხადა.
​მისი თქმით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მხრიდან ინტერესის საგანს მხოლოდ საარჩევნო სისტემა წარმოადგენს.
”სამწუხაროდ, მხოლოდ საარჩევნო სისტემაზე იყო საუბარი პოლიტიკური პარტიების მხრიდან. ისე დაიწერა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომ მათი მხრიდან სურვილი და ინტერესიც არ გამოთქმულა, რომ აქტიურად ჩართულიყვნენ ამ პროცესში. მხოლოდ ამ ერთ, კონკრეტულ თემაზე მიდის დისკუსია, რომელზეც პოლიტიკურ პარტიებს ძალიან სუბიექტური ინტერესი აქვთ. ჩვენ რომ არ მივიღოთ, არც ჩვენი და არც სხვისი სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება და მივიღოთ ქვეყნისთვის საუკეთესო, სწორედ ამიტომ ჩვენთვის მთავარი ამოსავალი არის ობიექტური ექსპერტების – ვენეციის კომისიის მოსაზრებების მოსმენა. რაც შეეხება საყოველთაო განხილვებს, აქტიურად ვიქნებით ჩართული და ყველა სუბიექტს აქვს უფლება, ეს პროცესი დაიწყოს”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები