რუსეთის მოქალაქეები თურქეთში უვიზოდ ყოფნას სამი თვის განმავლობაში შეძლებენ

რუსეთის მოქალაქეები ამიერიდან თურქეთში უვიზოდ ყოფნას ორი თვის ნაცვლად, სამი თვის განმავლობაში შეძლებენ. ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
2015 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც თურქულმა ავიაციამ რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდო, მოსკოვმა ანკარას სავიზო მიმოსვლა დაუწესა, თუცა თურქეთის ხელისუფლებას საპასუხო ზომები არ მიუღია.
2017 წლის მარტში ეს საკითხი რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა მოლაპარაკების დროს განიხილეს. ამის შემდეგ მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთის აეროპორტებში მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა რუსეთის მოქალაქეები თურქეთის რესპუბლიკაში შიდა პასპორტებით ჩავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები