ბრიტანეთის “დამოუკიდებლობის პარტია” მუსლიმანი ქალებისთვის სახის დაფარვის აკრძალვის ინიციატივით გამოდის

დიდი ბრიტანეთის “დამოუკიდებლობის პარტია” მუსლიმანი ქალებისთვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახის დაფარვის აკრძალვის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
საუბარია ჩადრზე, ნიქაბზე და სხვა ტანისამოსზე, რომელიც სახეს ეფარება.
პარტია უახლოეს მომავალში საარჩევნო პროგრამას გამოაქვეყნებს, რომელიც დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შარიათის წესების აკრძალვას ითვალისწინებს.
ამჟამად ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, ბელგიაში და ბულგარეთში აკრძალულია თავსაბურავის ტარება, რომელიც სახეს მალავს.
დიდ ბრიტანეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 8 ივნისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები