პესკოვი: რუსეთი საფრანგეთის მოსახლეობის არჩევანს მხარს უჭერს

“რუსეთი მზად არის საფრანგეთის ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობებისთვის და პატივს სცემს ფრანგი ხალხის არჩევანს”, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის კომენტირებისას განაცხადა.
„ჩვენ გვსურს კარგი, ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობების დალაგება, ფრანგების არჩევანს პატივს ვცემთ“, – განაცხადა პესკოვმა
ცნობისთვის, დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 23,75% მიიღო, ხოლო „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა – 21,53%.
მაკრონი ყოფილი ბანკირია, ფრანსუა ოლანდის პრეზიდენტობის პერიოდში, ის საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი იყო. მისთვის ეს პირველი საარჩევნო კამპანიაა და გამარჯვების შემთხვევაში,  საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდება.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები