ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ავღანეთის თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი თანამდებობებიდან გადადგნენ. მათ ეს გადაწყვეტილება მაზარი-შარიფში „თალიბანის“ „ბოევიკების“ თავდასხმის შემდეგ მიიღეს, რის შედეგადაც 200-მდე სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
ბაზაზე თავდასხმა პარასკევს საღამოს მოხდა. ბაზაზე სამხედროების ფორმაში გადაცმულმა თალიბებმა შეაღწიეს. მათ დახოცეს მეჩეთში და სასადილოში მყოფი სამხედროები.
ეს ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა ავღანელ სამხედროებზე, ბოლო წლების განმავლობაში, მან ქვეყანაში აღშფოთება გამოიწვია და „თალიბანის“ წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ ბრძოლის ეფექტურობას სეროზული ეჭვის ქვეშ აყენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები