დიმიტრი ქუმსიშვილი: სავალუტო ფონდი რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოს მხარდაჭერას გააძლიერებს

“საერთაშორისო სავალუტო ფონდი რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოს მხარდაჭერას გააძლიერებს”, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგთან (Tao Zhang) შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრაზე სავალუტო ფონდის ხელმძღვანელობის მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა და ის გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნა მიღებული ოთხპუნქტიანი გეგმის საფუძველზე.
აღინიშნა, რომ სავალუტო ფონდი მხარს უჭერს აღნიშნულ რეფორმებს და მზადაა, გააძლიეროს ქვეყნის მხარდაჭერა მისი იმპლემენტაციის კუთხით.
სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილესთან შეხვედრა აშშ-ში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მოხდა.
ვიზიტის დროს, დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში, ის ასევე, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები