გიგი უგულავა: ახალაიაზე მეტად, ვანოსთან ვურთიერთობ

“ახალაიაზე მეტად, ვანოსთან ვურთიერთობ”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ჟურნალისტი ინტერესდება, ჰქონია თუ არა ციხიდან გამოსვლის შემდეგ უგულავას ვანო მერაბიშვილთან და ბაჩო ახალაიასთან ურთიერთობა.

„მონახულების საშუალება ციხეში ყოფნის დროსაც არ მქონია, რადგან ყველანი სამარტოო საკანში ვიყავით და იქ განსხვავებული რეჟიმია. შემდეგ, ადვოკატის საშუალებით მაქვს ურთიერთობა. რას შვრება, როგორ გრძნობს თავს, ეს, რა თქმა უნდა, მაინტერესებს.
ახალაიაზე მეტად, ვანოსთან ვურთიერთობ… საერთოდ კი, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა იმ ადამიანის პარტიულ ცხოვრებას, რომელიც ციხეშია, ამას მხოლოდ ციხის სოლიდარობა არ მალაპარაკებს, უბრალოდ, ეს აბსოლუტური სიგიჟეა, ე.წ. სამართლიანობის აღდგენა. საერთოდ, ეს ფრაზა, ბოლოს ჰიტლერმა გამოიყენა… მთავარია, კანონის უზენაესობა, რომელიც ამ გამოთქმის კლასიკური გაგებით, არც არასდროს ყოფილა… საკმარისზე მეტი ვატკინეთ ერთმანეთს დ ახლა უკვე ქვეყანას და ხალხს ვაზიანებთ. ახლა კი, ეს მარაზმი უნდა დასრულდეს, რაც შეიძლება მალე. ეს წერტილი პრეზიდენტმა უნდა დასვას, მას ამისთვის პოლიტიკური გამბედაობა და გამჭრიახობა არ ჰყოფნის”, – აცხადებს გიგი უგულავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები