ტრამპი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს დაესწრება
თეთრმა სახლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაესწრება, სადაც ერთმანეთს ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებები შეხვდებიან.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, პრეზიდენტი მოუთმენლად ელოდება ფინალს, რომელიც ტურნირის ღირსეული დასასრული იქნება და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ამერიკის შესაძლებლობას უმასპინძლოს მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებებს.
ფინალური მატჩი 19 ივლისს, ნიუ-იორკის მახლობლად, ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ისტ-რაზერფორდში გაიმართება. ტრამპი მატჩის შემდეგ FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან ერთად გამარჯვებული გუნდის დაჯილდოებაშიც მიიღებს მონაწილეობას.
მატჩი საქართველოს დროით 00:00 საათზე დაიწყება.