მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა

გასულ ღამეს მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. რუსული გამოცემა ASTRA-ს და Exilenova+-ის ცნობით, თავდასხმის შედეგად ნოგინსკსა და ელექტროსტალში ხანძარი გაჩნდა.

ხანძრები ნავთობბაზასა და Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დაფიქსირდა, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ათობით დაშავებულის შესახებ იუწყებიან.

კომპანია Wildberries & Russ-მა ოფიციალურად დაადასტურა ელექტროსტალში მდებარე თავის ლოგისტიკურ ცენტრზე თავდასხმის ფაქტი, რის გამოც ობიექტზე გაჩენილი ხანძრის გამო თანამშრომლების ევაკუაცია გახდა საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები