“პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც არის ძალიან ბრძენი პოლიტიკოსი, ძალიან კარგად ხედავს, რომ საქართველო გადაიქცა ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად რეგიონში და წარმატებული ქვეყნის წარმატებულ პრემიერს გამოუგზავნა წერილი” – სოსიაშვილი

“პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც არის ძალიან ბრძენი პოლიტიკოსი, თავის გუნდთან ერთად ძალიან კარგად ხედავს, რომ საქართველო გადაიქცა ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყნად რეგიონში და წარმატებული ქვეყნის წარმატებულ პრემიერ-მინისტრს გამოუგზავნა მან წერილი”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა ისაუბრა.

„რადიკალებისთვის ეს წერილი პირდაპირ ლახვარი იყო. გახსოვთ, რადიკალების ერთ-ერთი აგენტურული ძალის წარმომადგენლის, გვარამიას განცხადება, რომელიც პირდაპირ ნატრობდა ქვეყნის უკრაინად გადაქცევას, როგორ დავკარგეთ ეს შანსიო, რომ უკრაინად არ ვიქეცით და ომი არ მოხდაო ქვეყანაში, ტრილიონებს მიიღებსო. დაქცეულ ქვეყანას რომ შენატრის და იმის ბედს რომ ინატრებს საკუთარი ხალხისთვის, რაზე უნდა ილაპარაკო?! ნათელია, რომ ეს ადამიანი ჩვენი მომავლის დაუძინებელი მტერია.

იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საჩივარს საჩივარზე აგზავნიდნენ და ჯო უილსონი ჰყავდათ გამობმული და ყოველ დღე ახალ-ახალ პოსტებს აცხობინებდნენ, რომ იქნებ, ახალი ჟანგბადი მიეღოთ თავიანთი აგენტურული ძალებისთვის, პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერი განცხადება ჩვენი ხელისუფლებისადმი, ხალხისადმი, სახელმწიფოსადმი, არის პირდაპირ ლახვარი“, – განაცხადა სოსიაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის იუბილეს მილოცვისთვის მადლობის წერილი გაუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები