ავსტრალიაში 12 წლის ბიჭი ავტომობილით კონტინენტის გადაკვეთას ცდილობდა

ავსტრალიის პოლიციამ 12 წლის ბიჭი დააკავა, რომელიც ავტომობილით მთელი ქვეყნის გადაკვეთას ცდილობდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ბიჭმა 1300 კილომეტრის გავლა მოახერხა, ვიდრე ის პოლიციამ გააჩერა. პატრულის თანამშრომლებმა ყურადღება მიაქციეს მანქანის დაზიანებას და მისი გაჩერება ამის გამო გადაწყვიტეს.
სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ბიჭმა 14 საათში ახალი უელსის შტატი გადაკვეთა და დასავლეთ ავსტრალიის მიმართულებით მოძრაობის გაგრძელებას აპირებდა.
ავსტრალიაში მართვის მოწმობის მიღება 16 წლიდანაა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები