თელ-ავივში პალესტინელმა დანით ოთხი ადამიანი დაჭრა

დანით შეიარაღებული პალესტინელი თელ-ავივში გამვლელებს თავს დაესხა და ოთხი ადამიანი დაჭრა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
თავდაპირველად, პალესტინელი სასტუმროს შესასვლელთან მყოფ პირებს თავს დაესხა, ხოლო შემდეგ სანაპიროზე ოთხი ხანდაზმული ებრაელი დაჭრა.
დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თავდამსხმელი დაკავებულია და მისი დაკითხვა მიმდინარეობს.
პოლიცია მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაციას ანიჭებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები