ეგზიტპოლის წინასწარი შედეგების გამოცხადებას პარიზის ქუჩებში შეტაკებები მოჰყვა

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის პირველი ტურის წინასწარი შედეგების გამოცხადებას პარიზში შეტაკებები მოჰყვა. ანტიფაშისტური მოძრაობის წარმომადგენლები პოლიციას დაუპირისპირდნენ. მათ სამართალდამცველებს ბოთლები ესროლეს. პოლიციელებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ეზგიტპოლის პირველადი შედეგების მიხედვით, არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი გადავიდნენ. წინასწარი მონაცემებით, მაკრონს არჩევენბში მონაწილეთა 23.7%-მა დაუჭირა მხარი, ლე პენს 22%-მა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები