ლევან მახაშვილი – „ნაციონალურ მოძრაობაზე“: თუ გავითვალისწინებთ 2011 წლის 26 მაისს რა მოაწყვეს, გასაგებია რა გეგმები და მიზნები შეიძლება ჰქონდეთ დღეს

“თუ გავითვალისწინებთ 2011 წლის 26 მაისს რა მოაწყვეს, გასაგებია რა გეგმები და მიზნები შეიძლება ჰქონდეთ დღეს,”- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.

„მათთვის საქართველო, როგორც სუვერენული სახელმწიფო არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში ეს არ არის ის მთავარი პრიორიტეტი, რასაც აფუძნებენ თავიანთ პოლიტიკას, ამიტომ ბუნებრივია მათთვის, რომ თუ საზოგადოება ზეიმობს ქვეყნის დამოუკიდებლობას, ისინი ზეიმობენ დანარჩენ ყველაფერს. თუ გავითვალისწინებთ 2011 წლის 26 მაისს რა მოაწყვეს, გასაგებია რა გეგმები და მიზნები შეიძლება ჰქონდეთ დღეს,” – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები