წინასწარი მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაკრონი და ლე პენი გადავიდნენ

ეგზიტპოლების მიხედვით, ​საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი გადავიდნენ. წინასწარი მონაცემებით, მაკრონს არჩევენბში მონაწილეთა 23.7%-მა დაუჭირა მხარი, ლე პენს 22%-მა. რესპუბლიკელების“ კანდიდატი ფრანსუა ფიიონი ამომრჩეველთა ხმების 19,5%-ით მესამე ადგილზეა.
საფრანგეთში რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები დღეს გაიმართა. ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან საფრანგეთის 66 546 უბანზე ფრანგები მომავალ ლიდერს 11 კანდიდატს შორის ირჩევდნენ.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურა, ხოლო რიგ დიდ ქალაქებში – 20:00 საათზე.
საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები