საფრანგეთში საარჩევნო უბნები დაიხურა და ხმების დათვლა დაიწყო

საფრანგეთში საარჩევნო პროცესი შეწყდა და ხმების დათვლა დაიწყო. საფრანგეთის რეგიონებში, პატარა ქალაქებსა და სოფლებში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე, ქალაქებსა და მეგაპოლისებში კი 20:00 საათზე დაიხურა.
საფრანგეთში დღეს რიგით მე-11 საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან საფრანგეთის 66 546 უბანზე ფრანგები მომავალ ლიდერს 11 კანდიდატს შორის ირჩევდნენ. ფავორიტებს შორის ხუთი კანდიდატია დასახელებული: ემანუელ მაკრონი, მარინ ლე პენი, ფრანსუა ფიიონი, ჟან-ლიუკ მელანშონი და ბენუა ამონი. საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში ორ ტურად გაიმართება. მეორე ტური, ქვეყნის კანონმდებლობიდან გამომდინარე ორ კვირაში, 7 მაისს შედგება. მეორე ტურში ერთმანეთს ორი მოწინავე კანდიდატი დაუპირისპირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები