ოზურგეთში ძლიერმა ქარმა ახალგაზრდა მამაკაცი იმსხვერპლა

ოზურგეთში ძლიერმა ქარმა მამაკაცი იმსხვერპლა. გარდაცვლილი მურმან ნაცვლაძეა. ნაცვლაძე ქარის შედეგად დაზიანებული სახლის სახურავზე ასვლას ცდილობდა, რა დროსაც გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
ძლიერმა ქარმა გურიაში მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია.  წაქცეულია ხეები, ჩახერგილია გზები, გაწყვეტილია ელექტროსადენები და ახდილია სახლის სახურავები. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაშავებულის შესახებ. გურიის გუბერნატორის გია სალუქვაძის ინფორმაციით, მამაკაცს, რომელიც ქუჩაში მიდიოდა, ხე დაეცა და დაშავდა.
ზარალის ზუსტი ოდენობა ხვალ გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები