შიდა ქართლის სკოლებს შორის რეგიონალური ტურნირი კალათბურთში დასრულდა

შიდა ქართლის საჯარო სკოლებს შორის კალათბურთში რეგიონალური ტურნირი დასრულდა. ტურნირი კასპის ახალ სპორტულ კომპლექსში გაიმართა.
გოგონების შემდეგ ერთმანეთს გორის, ქარელის, ხაშურის, კასპის და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის საჯარო სკოლის ვაჟებმა იასპარეზეს. გამარჯვება ხაშურის საჯარო სკოლის ვაჟების გუნდმა მოიპოვა და ზაფხულში ანაკლიის საგზურის მფლობელი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები