საფრანგეთში ორ საარჩევნო უბანზე ევაკუაცია გამოცხადდა

საფრანგეთის აღმოსავლეთით, ქალაქ ბეზანსონში ორ საარჩევნო უბანზე ევაკუაცია გამოცხადდა. 410-ე და 411-ე უბნები დროებით დახურეს.
როგორც უცხოური გამოცემა წერს, ევაკუაციის მიზეზი საეჭვო ავტომანქანა გახდა, რომელიც პოლიციამ საარჩევნო უბნებთან ახლოს შენიშნა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
ბოლო ინფორმაციით, საარჩევნო უბნები უკვე გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები