წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც „კვირას“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა გია შელიამ განუცხადა, ძლიერი ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა რის შედეგადაც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა დაბა ჯვარს, საჩინოს, ლიას, ფახულანს და მუნიციპალიტეტის კიდევ რამდენიმე სოფელს.
ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 70 შენობას გადახადა სახურავი, მათ შორის კორპუსებსა და კერძო სახლებს. დაზიანებულია თხილის პლანტაციებიც.
გია შელია აცხადებს, რომ ზარალის დამთვლელი კომისიები ადგილზე მუშაობას განაგრძობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები