საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყანაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. მოსახლეობას ახალი პრეზიდენტის არჩევა 11 კანდიდატს შორის მოუწევს. ფავორიტებს შორის ხუთი კანდიდატია დასახელებული: ემანუელ მაკრონი, მარინ ლე პენი, ფრანსუა ფიიონი, ჟან-ლიუკ მელანშონი და ბენუა ამონი.
საარჩევნო სიებში 45 მილიონზე მეტი ამომრჩეველია დარეგისტრირებული. საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში ორ ტურად გაიმართება. მეორე ტური, ქვეყნის კანონმდებლობიდან გამომდინარე ორ კვირაში, 7 მაისს გაიმართება. მეორე ტურში ერთმანეთს ორი მოწინავე კანდიდატი დაუპირისპირდება.
საფრანგეთში არჩევნებთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 20:00 საათზე შეწყდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები