“არასამთავრობოების ალტერნატიულ ვარიანტს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მხარი არ დაუჭირა”

“არასამთავრობოების ალტერნატიულ ვარიანტს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მხარი არ დაუჭირა” – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჩვენს ალტერნატიული ვარიანტებს მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა – ამის არანაირი არგუმენტი არ წარმოუდგენიათ, არც მსჯელობა ყოფილა. ითქვა, რომ არ მოხდებოდა ამის გათვალისწინება და აქ დამთავრდა პროცესი, რომელიც ეხებოდა საარჩევნო სისტემებზე ვერსიებს. გავიდა ის ვერსია, რომელიც შემოთავაზებული იქნა მმართველი გუნდის მიერ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებული პროექტი, 43 მომხრე ხმით, 8-ის წინააღმდეგ მიიღეს.

მიღებული დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება და საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის საქართველოს მოქალაქეებს წარედგინება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები