რუსეთში მთავარი სამხედრო პროკურორი თანამდებობიდან გადადგა

რუსეთის მთავარმა სამხედრო პროკურორი, სერგეი ფრიდინსკი თანამდებობიდან გადადგა. შესაბამისი განცხადებით მან რუსეთის ფედერაციის საბჭოს მიმართა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ეს განცხადება ფედერაციის საბჭოს უახლოეს სხდომაზე განიხილება, რომელიც 26 აპრილს ჩატარდება. მანამდე ფრიდინსკი მოვალეობას შეასრულებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხედრო პროკურორის თანამდებობიდან ფრიდინსკი პენსიაზე გასვლის გამო გადადგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები