გიგლა აგულაშვილი ოფიციალური ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფება.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრემიერი ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის შეხვდა. დელეგაციას ირანის ისლამური რესპუბლიკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ესჰაყ ჯაჰანგირმა უმასპინძლა და მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რამდენიმე დოკუმენტს მოეწერა ხელი. მათ შორის, გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმები გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, შედიან ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები