სასჯელაღსრულების სამინისტრომ დედამიწის დღე გამწვანების აქციით აღნიშნა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციურ დაწესებულებაში „დედამიწის დღის“ აღსანიშნავად გამწვანების აქცია მოეწყო. აქციის ფარგლებში, მსჯავრდებულების მიერ დაწესებულების ეზოში 150-ამდე ყვავილი და ბუჩქი დაირგო.
ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით და ორგანიზებით საქართველოს საპატრიარქოს ფონდის, „გაამწვანე საქართველოსა“ და საპატრიარქოსთან არსებული „დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის“ მხარდაჭერით ჩატარდა.
შეხვედრის დასასრულს, მსჯავრებულებს სააღდგომო ეპისტოლეები გადასცეს.
დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა. დღის ბოლოს ელექტრონული მუსიკის კონცერტი გაიმართა, სადაც მსჯავრდებულები მათ მიერ შექმნილი მუსიკალური პერფორმანსით წარსდგნენ.
„დედამიწის დღის“ აღსანიშნავად, გამწვანების აქცია მოეწყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N17 პენიტენციურ დაწესებულებაშიც. აქციის ფარგლებში, პრობაციონერებმა დაწესებულების სკვერში ფოთლოვანი ჯიშის ხეები დარგეს.
22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. პირველად ეს დღე 1970 წელს აღინიშნა, როცა ცნობილი ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით, 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად.
დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 175 ქვეყნის 17 000-მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები