ივლისში, ევროპის საინვესტიციო ბანკთან ახალ – 250 მილიონიან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი

“ევროპის საინვესტიციო ბანკთან მიმდინარე წლის ივლისში, ახალ 250 მილიონიან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი”, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ვაზილ ჰუდაკთან (Vazil Hudak) შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ინვესტიციები აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე იქნება მიმართული.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, გასული, 2016 წლის განმავლობაში, ევროპის საინვესტიციო ბანკმა გააორმაგა ინვესტიციები საქართველოში და მისმა პორტფელმა 1 მლრდ. ევროს მიაღწია.
„მნიშვნელოვანია, ევროპის საინვესტიციო ბანკის გააქტიურება კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით. აღნიშნული ბანკის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა InnovFin-ის პროგრამაში ჩართვა, რომელიც განკუთვნილია ინოვაციური და დამწყები ბიზნესების დაფინანსებისთვის”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერი აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, მან საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.
ვიზიტის დროს, დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და საინვესტიციო კორპორაციების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები