რუსთავში, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავი გადახადა (ფოტოკოლაჟი)

რუსთავში, ძლიერმა ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. კერძოდ, პრობლემები შეიქმნა ბოსტანქალაქის, ბათუმის 23 -ში, დავით გარეჯის ქუჩებზე.
ბათუმის ქუჩის N 23-ში ახდილი თუნუქის სახურავის ნაწილი ეზოში ავტომობილს დაეცა და უკანა საქარე მინა ჩაამსხვრია.
ქარმა სახურავი მთლიანად გადახადა ყოფილი ბავშვთა სახლის სამზარეულოს შენობას. ადგილზე მობილიზებული იყვნენ რუსთავის მერიის შესაბამისი სამსახურები.
ძლიერმა ქარმა რუსთავში ელექტროსადენებიც დააზიანა, რის გამოც რამდენიმე უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
მერიის ცხელ ხაზზე სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ ამ დროისათვის 30-ზე მეტი შეტყობინებაა შესული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები