თავდაცვის უწყებამ დედამიწის საერთაშორისო დღე გამწვანების აქციით აღნიშნა

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო.
გარემოსდაცვით ღონისძიებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაიაც ჩაერთო. ჯარისკაცებმა უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის „კრწანისის“ ტერიტორიაზე, წმინდა კეთილმსახური მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის ეზოში მარადმწვანე ხეები დარგეს.
დედამიწის დღე მსოფლიოში პირველად 1970 წელს აღინიშნა. ეს დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
საქართველო გარემოსდაცვით ღონისძიებას 1990 წელს შეუერთდა და აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სახის აქციებში, რომლის მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ასევე სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნაა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევიან და ყოველწლიურად გამწვანებისა და დასუფთავების სხვადასხვა აქციაში აქტიურად მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები